6100 ევრო - მოსკოვი - თბილისის რეისზე ავიაბილეთმა რეკორდულ ფასს მიაღწია

6 100 ევრო, ანუ დაახლოებით 20 ათასი ლარი - ასეთი რეკორდული ფასი აქვს სომხეთის ავიახაზებზე მოსკოვი - თბილისის რეისის ავიაბილეთს. ტარიფები გაზარდა ქართულმა ავიაკომპანია ,,აირზენამაც", რომელიც ერევნის გავლით მოსკოვი -თბილისის ბილეთს ცხრა ათას ლარად ჰყიდის.
კოლოსალური ფასის მიუხედავად, სალაროებში ბილეთის ყიდვა უკვე შეუძლებელია, რადგან უძვირესი ბილეთებიც კი წამში ორთქლდება.
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ყველა ბილეთი ოქტომბრის თვის ჩათვლით უკვე გაყიდულია, გვიკავშირდებიან ძირითადად რუსეთის მოქალაქეები, ან მათი ახლობლები საქართველოდან და გვეუბნებიან, რომ მზად არიან, ფიქსირებულზე 5-6 ათასით მეტი გადაიხადონ, თუ მათ ერთ ბილეთს მაინც მივცემთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. - აცხადებს თბილისის აეროპორტის მოლარე.