მტკიცეთ ვუჭერთ მხარს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას - ნეტ პრაისი
ბელარუსის ლიდერის კუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი ყურადღების მიღმა არ დარჩენია დასავლეთს.
საერთოშორისო პარტნიორები ლუკაშენკოს გაეროს ქარტის დარღვევაში ადანაშულებენ.
დასავლეთი გმობს ე.წ ვიზიტს და კიდევ ერთხელ უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარდაჭერას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნეტ პრაისი ამბობს, რომ ამერიკა მტკიცეთ უჭერს მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ მტკიცეთ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციამდე და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება.
ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე გამოეხმაურნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.
მათ ცალსახად დაგმეს აღნიშნული ვიზიტი და განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.