სარაკეტო თავდასხმა დნიპროზე - დაღუპულებს შორის 8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგოა

სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე - დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგოა.
ინფორმაციას დნიპროს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
„დაღუპულების გარდა, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 12 წლის გოგო. ყველა მათგანი სხვადასხვა სახის მოტეხილობითა და ჭრილობებით კლინიკებში გადაიყვანეს". - წერს რეზნიჩენკო.