ოფიციალური ვარშავა არ გამორიცხავს, რომ НАТО-მ თავისი ჯარები უკრაინაში შეიყვანოს

თუ რუსეთი ატომურ იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, შესაძლოა, НАТО-მ უკრაინაში ჯარი შეიყვანოს - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ, რადიო RMF FM - თან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთისგან მოსალოდნელი ატომური შეტევის შემთხვევაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პასუხი იქნება უკრაინაში ჯარების შეყვანა.
შესაძლოა, სცენარი სხვაგვარად განვითარდეს, საჭირო არ გახდეს ჯარების შეყვანა და НАТО-მ გამოიყენოს არტილერია და რაკეტები, რომელთა გაშვებაც შესაძლებელია, უკრაინის ტერიტორიიდან არ მოხდეს - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას 21 სექტემბერს ატომური იარაღით დაემუქრა. საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმს სელივანმა, განაცხადა, რომ თუ რუსეთი ზღვარს გადავა, შედეგი მისთვის კატასტროფული დადგება.