დონეცკი, ლუგანსკი, ჰერსონი და ზაპოროჟიე - პუტინი რუსეთს უკრაინის ტერიტორიებს უერთებს

30.09.22 11:15
დონეცკი, ლუგანსკი, ჰერსონი და ზაპოროჟიე -  პუტინი რუსეთს უკრაინის ტერიტორიებს უერთებს

დონეცკი, ლუგანსკი, ჰერსონი და ზაპოროჟიე  - პუტინი უკრაინის ტერიტორიებს რუსეთს უერთებს. მათი დამოუკიდებლობის შესახებ განკარგულება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. 

ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით, რომელიც 2022 წლის 27 სექტემბერს გაიმართა, ვადგენ: აღიარებულ იქნეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, - ნათქვამია დოკუმენტში.

დღეს რუსეთის შემოადგენლობაშ 4 ახალი ტერიტორიის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება. აღნიშნული ცერემონია კრემლში, გეორგიევსკის დარბაზში გაიმართება.