აშშ რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არასდროს აღიარებს - ბაიდენი

უკრაინის ტერიტორიების მიერთებასთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილება აშშ-ს რპეზიდენტმა საჯაროდ დაგმო. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის პრეტენზიებს არ აღიარებს.
მან ასევე, უკრეაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმს "აბსოლუტურად ცრუ" უწოდა და აღნიშნა, რომ შედეგები მოსკოვის მიერ იყო მომზადებული.
აშშ მოსკოვს ჰპირდება, რომ ამერიკა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე რეაგირებსას აუცილებლად მოახდენს.
მსურს ვიყო ძალიან მკაფიო ამ საკითხის მიმართ. აშშ არასდროს, არასდროს, არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ეს ე.წ. რეფერენდუმი იყო ცრუ, აბსოლუტურუი ტყუილი, შედეგები მომზადდა მოსკოვში. უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი ნება ვლინდება ყოველდღიუად, რამდენადაც ისნი სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი ხალხის გადასარჩენად და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ასევე, თავისუფლების დასაცავად. რუსეთისა თავდასხმა უკრაინაზე პუტინის იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად არის გაეროს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა, - განაცხადა ბაიდენმა.
პუტინი უკრაინის ტერიტორიებს რუსეთს უერთებს. ჰერსონისა და ზაპოროჟიეს დამოუკიდებლობის შესახებ განკარგულება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.
დღეს რუსეთის შემოადგენლობაში 4 ახალი ტერიტორიის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება. აღნიშნული ცერემონია კრემლში, გეორგიევსკის დარბაზში გაიმართება.