პუტინმა მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა

პუტინის აღიარება - საოკუპაციო რეჟიმის მმართველი ამბობს, რომ ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის დროს ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.
რუსმა დიქტატორმა მოითხოვა ამ შეცდომების გამოსწორება და ასევე იმ პირთა შინ დაბრუნება, ვინც არმიაში უსაფუძვლოდ გაიწვიეს.
პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მობილიზაციას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც რეზერვში ირიცხებიან და აქვთ აუცილებელი სამხედრო სპეციალიზაცია და გამოცდილება. ამასთან, პუტინის თქმით, ყველამ, ვისაც სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ, დამატებითი მომზადება უნდა გაიაროს.