რუსეთში შემავალი კავკასიური სახელმწიფოები ცდილობენ, პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციის პროცესს გაემიჯნონ

30.09.22 13:14
რუსეთში შემავალი კავკასიური სახელმწიფოები ცდილობენ, პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციის პროცესს გაემიჯნონ

დებილები და იდიოტები  - დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური მთავრობის სხდომაზე ბოლო ხმაზე ყვიროდა და ქალაქ დერბენტის კომისარიატის წევრებს შეურაცხყოფას ამ სიტყვებით აყენებდა. 

სერგეი მელიკოვის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დერბენტის კომისარიატის წარმომადგენლები ქუჩაში მეგაფონით დადიოდნენ და ყველა სრულწლოვან მამაკაცს მოუწოდებდნენ, გამოცხადებულიყვნენ სამხედრო გაწვევის პუნქტებში, რათა შემდგომში ჯარში წასულიყვნენ.

როგორ შეეძლო დერბენტის კომისარიატის თანამშრომელებს ასეთი ტექსტით მოსახლეობის გაწვევა? ქალაქის ყველა მამრობითი სქესის მაცხოვრებელს ვიწვევთ ჯარშიო- ეს რა იდიოტიზმია. თქვენ დებილები ხართ? ვინ მოგცათ ასეთი ბრძანება, ეს ფეიკ ინფორმაციაა! - განაცხადა მელნიკოვმა.

პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას ჩრდილოთ კავკასიაში საპროტესტო ტალღის აფეთქება მოჰყვა. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ამ პროცესს გაემიჯნოს.

რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას 21 სექტემბერს მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები