პუტინმა ზელენსკის გარიგება შესთავაზა - რუსეთის პრეზიდენტი უკრაინისგან 4 უკრაინული რეგიონის აღიარებას ითხოვს
პუტინმა კრემლიდან პრეზიდენტ ზელენკსის გარიგება შესთვაზა.
4 უკრაინული რეგიონის ანექსიის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა კიევს უთხრა, რომ ზავს დადებს და ომი იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ უკრაინა აღიარებს რომ ზაპოროჟიე, ჰერსონი, დონეცკი და ლუგანსკი რუსეთის ნაწილია.
„8 წლის განმავლობაში დონბასში გენოციდი მიმდინარეობდა. კიევის რეჟიმი ემუქრებოდა სიკვდილით სკოლის მასწავლებლებს, საარჩევნო უბნებშ მომუშავე ადამიანებს, მაგრამ დონბასის ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. კიევმა და მისმა პატრონებმა დასავლეთში კარგად უნდა გაიგონ, რომ ამ რეიონებში მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოაქალაქეები ხდებიან და ასე იქნება სამუდამოდ. ჩვენ მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი, სამხედრო მოქმედებები და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამისთვის ჩვენ მზაობა გვაქვს და არა ერთხელ გვითქვამს. თუმცა ეს არ შეეხება ამ 4 რეგიონს. მათ გააკეთეს არჩევანი და რუსეთი მათ არ უღალატებს“. - აცხადებს პუტინი.
პუტინი ამბობს, რომ ოთხი უკრაინის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეერთება არის „მილიონობით ადამიანის არჩევანი“
ჩატარდა რეფერენდუმები და შედეგები ცნობილია. ხალხმა არჩევანი გააკეთა. ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას რუსეთში ამ ოლქების მიღების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დავუჭერთ რუსეტში 4 ახალი სუბიექტის შემოსვლას, რადგანაც ეს მილიონობით ადამიანის ნება და სურვილია". - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა კრემლში ანექსიის აქტი რამდენიმე წუთის წინ გააფრომა.