ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაეთანხმოს უკრაინის განაცხადს და კონსესუსს მიაღწიოს- იანს სტოლტენბერგი
NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მის ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება. - ამის სესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იანს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც უკრაინის 4 რეგიონი რუსეთის ფარგლებში მოექცა.
NATO-ს გენმდივანი ამბობს, რომ უკრაინის მიღება მათ ალიანსში მოხდება მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსესუსს მიაღწევენ.
უკრაინის 15%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყალბი რეფერენდიუმი, რომელიც თავს მოახვიეს უკრაინას, არის არალეგიტიმური.
ნატოს ქვეყნები არ ცნობენ არც ერთ ამ მიწებს. ხერსონი, დონეცკი, ლუჰანსკი - ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის.
უკვე მეორედ ხდება რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა. მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს განზრახვას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას.
ჩვენი ალიანსი არის თავდაცვითი და მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ყველა მეკავშირე.
პუტინი უგუნურად აჯღარუნებს ატომურ იარაღს. ეს მიუთითებს რუსეთის არა სიძლიერეზე, არამედ მის სისუსტეზე.
თუ რუსეთი ომს შეწყვეტს, დამყარდება მშვიდობა, თუ უკრაინა შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება.
ყველა ქვეყანას შეუძლია, შეიტანოს განაცხადი და გახდეს ნატოს წევრი. მუდმივად ვიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება.
ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა დაეთანხმოს უკრაინის განაცხადს და კონსესუსს მიაღწიოს - განაცხადა იანს სტოლტენბერგმა