უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოსკოვში კონცერტი გაიმართა

30.09.22 20:49
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოსკოვში კონცერტი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობ მიტინგ-კონცერტში, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 4 უკრაინული რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის შესვლასთან დაკავშირებით შედგა.

დღეს ჩვენ გვაქვს სადღესასწაულო, განსაკუთრებული და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ისტორიული დღე გვაქვს- ეს არის დღე სიმართლისა და სამართლიანობის აღდგენის. 

თანამდეროვე რუსეთმა ამ 4 რეგიონის მოსახლეობას შესთავაზა არჩევანი და მათ ეს არჩევანი გააკეთეს- გახდნენ ჩვენი ქვეყნის ნაწილი.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მხარი დავუჭიროთ ახალ ტერიტორიებს და მათი უსაფრთხოება დავიცვათ. მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძმებსა და დებს ზაპოროჟიეში, ხერსონში, ლუგანსკში, დონეცკში. 

პირობას ვიძლევი, ჩვენ აღვადგენთ ამ რეგიონების ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას. - განაცხადა პუტინმა. 

30 სექტემბერს ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში რეფერენდუმი შედგა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, შეუერთდნენ რუსეთს.

მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა აღნიშნული რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს და მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.
 

 

მსგავსი სიახლეები