კრემლი მესამე მსოფლიო ომით იმუქრება - მედვედევი ზელენსკის გადაწყვეტილებამ წყობიდან გამოიყვანა

01.10.22 11:45
კრემლი მესამე მსოფლიო ომით იმუქრება - მედვედევი ზელენსკის გადაწყვეტილებამ წყობიდან გამოიყვანა

კრემლი მესამე მსოფლიო ომით იმუქრება. დიმიტრი მედვედევი ზელენსკის გადაწყვეტილებამ, ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, წყობიდან გამოიყვანა. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ თუ უკრიანა ბრძოლას არ შეწყვეტს, ომში მყოფი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება. 

მედვედევი ზელენსკის ცინიკურ ბიჭს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთში დღესასწაულია. არადა უკრაინის კიდევ ერთი ოკუპირებული ქალაქი თავისუფალია, ლიმანს უკრაინის არმია აკონტროლებს.

დონეცკის რეგიონში, არსებული ინფორმაციით გუშინ თითქმის 5,5  ოკუპანტი უკრიანელებმა ალყაში მოაქციეს. რუსებს ძალა არ ეყოთ და იძულებულები გახდნენ თავისთვის გაქცევით ეშველათ. 

ზელენკსი ამბობს რომ თავისუფლება ახლოსაა.

ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა და ეს იქნება საუკეთესო დასტური იმისა, რომ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანური ღირებულებების დარღვევა ვერც ერთმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, მათ შორის ვერც ისეთმა თავხედმა სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, ვერ შეძლოს. ჩვენ ვმუშაობთ ერთი რამისთვის, გამარჯვებისთვის!“ - ამბობს ზელენსკი.
 

მსგავსი სიახლეები