მანქანიდან თვალახევული გადმოიყვანეს - რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოატომი ავრცელებს.
იგორ მურაშოვი გუშინ, 30 სექტემბერს ევროპის უდიდესი ატომური სადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიმავალ გზაზე დააკავეს.
"ის მანქანიდან თვალახევული გადმოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს", - აღნიშნავს კოტინი ტელეგრამზე.