ლიმანში უკვე უკრაინული დროშა ფრიალებს, ყველგან ჩვენი დროშა იქნება! - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში დონბასში უკრაინულმა დროშებმა იმატა. მისი თქმით, უკრაინა იქამდე იბრძოლებს, ვიდრე ქვეყანას სრულად არ გაათავისუფლებს.
ამ კვირაში დონბასში უკრაინული დროშების რაოდენობან იმატა. კიდევ ერთ კვირაში უფრო მეტი იქნება. მაშინ რაღაა ფსევდორეფერენდუმი? ის, რომ დონეცკის რაღაც ორი ოლქი აქვთ?, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ასევე, უკრაინელების მიერ ლიმანის დაბრუნების თემასაც შეეხო.
უკრაინული დროშა უკვე დონეცკის ოლქის ლიმანშია. იქ საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ფსევდორეფერნდუმის კვალი ადგილზე აღარაა. უკრაინისთვის ეს ლოგიკურია, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სრულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, მათ შორის, დასავლეთით, აღმოსავლეთით და იმასაც, რასაც 2014 წლიდან ანექსირებული ეწოდება.
„ყველგან ჩვენი დროშა იფრიალებს“, - აღნიშნა მან.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიმანის მხარეს მიემართებიან. როდესაც ლიმანი ალყაში აღმოჩნდა, რუსმა მეთაურებმა საკუთარ სამხედროებს გაქცევის უფლება არ მისცეს. სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელების ალყაში 5 ათასი ოკუპანტია. უკრაინის მცველების ლიმანში შესვლა მალევე დადასტურდა.