უკრაინის დეოკუპაცია გრძელდება - ლიმანი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია

უკრაინის დეოკუპაცია გრძელდება. ლიმანი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია. დონეცკის ოლქის ქალაქზე ქვეყნის სახელმწიფო დროშა აღმართეს.
ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად სამხედრო ოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 5 ათასი რუსი სამხედრო ლიმანის ტყესთან დამარცხდა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი მარცხს გენრალ.პოლკოვნიკს აბრალებს. რამზან კადიროვი ხელს ალექსანდრე ლაპანისკენ იშვერს და მის ჩამოქვეითებას ითხოვს.