პუტინის გადაყენების სამზადისი უკვე მიმდინარეობს - უკრაინის დაზვერვის უფროსი
რუსეთმა საკუთარი თავი ჩიხში მოაქცია, თუმცა მას ჯერ კიდევ შეუძლია ამ ომიდან ისე გამოვიდეს, რომ არ დაიშალოს, ამისთვის კი ვლადიმერ პუტინის მოშორებაა საჭირო. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთს ახლა გაცერება არ შეუძლია, რადგან ეს მის დაშლას და ნგრევას მხოლოდ დააჩქარებს. რუსეთმა საკუთარი თავი ჩიხში მოაქცია, თუმცა იქიდან გამოსვლა რეალურია. ამისთვის კი მათ შეცდომა უნდა აღიარონ, 1991 წელს დაწესებული საზღვრებიდან უნდა გავიდნენ და მსოფლიოსთან ახალი დიალოგი აწარმოონ, ეს კი ავტომატურად ხელისუფლების ტრანსფერს ნიშნავს, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, პუტინის მოშორებასთან დაკავშრებით გარკვეულის ამზადისი უკვე მიმდინარეობს.
კონკურენციაა. მხოლოდ ერთი კანდიდატი არ არის, რამდენიმეა. ზოგიერთ მათგანზე მდიაში ინფორმაცია უკვე ჟონავს, ზოგიერთზე - არა, - ამბობს დაზვერვის უფროსი.