უკრაინელებმა ჰერსონის ოლქში 10 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ომის 221-ე დღეს ხერსონის ოლქის კრეშჩენოვკა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს უბრუნდება. მხოლოდ გუშინ უკრაინელებმა ჰერსონის ოლქში 10 დასახლება გაათავისუფლეს. დასახლებების ნაწილი დეოკუპირებულია დონეცკის ოლქშიც, მათ შორის, ბოლო ცნობებით, თავისუფალია სოფელი ტორსკოე.
ყველაზე რთული ვითარება ახლა ნოვაია კახოვკაშია, სადაც მძიმე ბრძოლები მიდის. უკრაინელები სპეცოპერაციას წუთებშიც ატარებენ. ამასთან, ბრძოლებია სტრელკოვთან, ხერსონის რაიონში სოფელ დუდჩანამდეც.