როდესაც უკრაინული დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი აღარავის ახსოვს - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც უკრაინული დროშა ბრუნდება, "რეფერენდუმად" წოდებული რუსული ფარსი აღარავის ახსოვს.
ყოველ დღე ორჯერ მაინც, დილით და საღამოს მე ვიღებ ანგარიშს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირებში მოხსენებებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს. დონეცკის ოლქის ლიმანის გათავისუფლების ამბავი ახლა ყველაზე მეტად გავრცელდა, მაგრამ ჩვენი მეორემბის წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. იცით, ასეთი ტენდენციაა. ცოტა ხნის წინ ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და როცა უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და რაღაც ანექსიებით არავის ახსოვს, გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების, რადგან ამაზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ცართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში, - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ გუშინ უკრაინელებმა ჰერსონის ოლქში 10 დასახლება გაათავისუფლეს