კადიროვის მტკიცებით, 16, 15 და 14 წლის შვილებს უკრაინაში ომში უშვებს

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის თქმით, უკრაინაში საომრად თავის არასრულწლოვანი შვილები - ახმატი, ელი და ადამი გაუშვა.
მათი ასაკი 16 წელს არ აღემატება.
ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და ფრონტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან - წერს სოციალურ ქსელში კადიროვი.
არასრულწლოვანმა ასაკმა ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი სამშობლოს დამცველების ვარჯიშს. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილები - ახმადი, ელი და ადამი შესაბამისად 16, 15 და 14 წლის არიან. მაგრამ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, თითქმის ადრეული ასაკიდან დაიწყო. საკმარისი არ არის მხოლოდ სროლის ცოდნა.
მათ ასწავლიან სხვადასხვა იარაღს, როგორ გამოიყენონ ისინი ნებისმიერ მანძილზე და თეორიულ საფუძვლებს.
ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია, შვილებში ღვთისმოსაობის დანერგვა და ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!
ახმატი, ელი და ადამი მზად არიან გამოიყენონ თავიანთი უნარები და არ ვხუმრობ. დროა, გამოიჩინონ თავი ნამდვილ ბრძოლაში და ეს მათი სურვილია, მე მხოლოდ მივესალმები. მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და ფრონტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან - წერს კადიროვი.