ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - დაღუპულია ექიმი-ანესთეზილოგი, კიდევ 4 ადამიანი დაშავდა

ღამით ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები ხარკოვზე მიიტანეს. დაღუპულია 46 წლის ქალი, დაზიანებულია ინფრასქტურა. ინფორმაციას ხარკოვის ოლწის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
კუპიანსკში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად ექიმი ანესთეზილოგი დაუღუპა. კიდევ ორი, 53 და 43 წლის ექთნები დაშავდნენ, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.
ამასთან, ცნობილია, რომ კუპიანსკის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით 63 წლის კაცი და 9 წლის გოგონა მიიყვანეს.