"საომარი მოქმედებებნის პერსპექტივა აშკარაა" - ზელენსკი უკრაინული არმიის მიღწევებზე

04.10.22 12:21
"საომარი მოქმედებებნის პერსპექტივა აშკარაა" - ზელენსკი უკრაინული არმიის მიღწევებზე

ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდემიმართვაში უკრაინული არმიის მიღწევებზე საუბრობს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა რამედნიმე ოლქში ახალი დასახლებები გაათავისუფლეს. მისი თქმით, ხელისუფლება  აქტიურად მუშაობს, რათა დაბრუნებულ ტერიტორიებზე ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. 

ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე საკმაოდ ინტენსიურად კეთდება ყველაფერი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორმალური  ცხოვრების დასაბრუნებლად. საერთო ჯამში, მხოლოდ ხარკოვის რეგიონში, ეს არის 450-ზე მეტი დასახლება. აღნიშნული ტერიტორიები სექტემბრის დასაწყისიდან გათავისუფლდა. დღეს გაგრძელდება ჩვენი არმიის, ყველა ჩვენი დამცველის შეტევითი მოძრაობა. რამდენიმე ოლქში არის ახალი გათავისუფლებული დასახლებები. საომარი მოქმედებებნის პერსპექტივა აშკარაა. უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას. სულ უფრო მეტი დანაკრაგი აქვს მტრის არმიას. უფრო მეტად გასაგები ხდება, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა ურკაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით. რუსეთს ვერ დაეხმარება ვერც ფსევდორეფერენდუმი, ვერც ანექსიების შესახებ განცხადებები, ვერც მათი მიერ გამოგონილი საზღვრების შესახებ საუბარი, - განაცხად ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები