"პუტინთან მოლაპარაკებები არ იქნება" - ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა

04.10.22 14:04
"პუტინთან მოლაპარაკებები არ იქნება" - ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება დაამტკიცა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო ს გადაწყვეტილება დაამტკიცა.  საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინა რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინტან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.

შესაბამისი ბრძანება ურკაინის ლიდერის საიტზე უკვე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილების პირველ პუნქტში განმარტებულია, რომ „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვ. პუტინთან მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია“. 

ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა. 

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ვლადიემრ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის შესახებ განაცხადა.