კრემლი ყველაფერს აკეთებს, რათა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასრულდეს - ზელენსკი

კრემლი ყველაფერს აკეთებს, რათა ომი არა მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ ბრძოლის ველზე დასრულდეს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
თავად კრემლი აკეთებს აბსულუტურად ყველაფერს, რომ ეს ომი არა მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ მხოლოდ ბძოლის ველზე დასრულდეს. უკრაინის სხვადასხვა შეთავაზებებზე შეჩერდეს აგრესია და გათავისუფლდეს ჩვენი ტერიტორიები, რუსეთი ტერორით, დანაშუალებრივი მობილიზაციით და პოლიტიკური ფარსით პასუხობს. ეს საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ყველა სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ თუკი ვინმე მეზობელი ხალხის ტერიტორიის მიტაცებას შეეცდება, მაშინ სხვებსაც შესაძლოა, იგივეს სურვილი გაუჩნდეთ, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზზიდენტმა ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა სუბიექტს, რომლებიც საერთაშოიროს სამართალს პატივს სცემენ, მოუწოდა, დადგნენ მისი საბრძოლო პრინციპების გვერდით. კერძოდ, საუბარია, საზღვრების ხელშეუხებლობასა და სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩნებაზე.