უკრაინული არმიის წარმატება - ქვეყნის მცველებმა 1534 დასახლებული პუნქტი უკვე დაიბრუნეს

უკრაინელებს ბრძოლის ველზე დიდი წარმატებები აქვთ. კონტრაშეტევა ჰერსონის ოლქში წარმატებულად მიმდინარეობს. ბოლო 24 საათში უკრაინელებმა კიდევ ათობით სოფელი დაიბრუნეს და იქ ურკაინული დროშა აღმართეს.
ანექსირებულ ჰერსონში 8 დასახლება დაიბრუნა. გათავისუფლებულ დასახლებებში შორის დავიდოვბროდი, სტაროსელიე, არხანგელსკი და ბოლშაია ალექსანდროვკაც არის.
საბოლოო ჯამში, ურკაინის შეუარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 1534 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. დეოკუპირებულია ხარკოვის რეგიონში 483 დასახლება, განაღმულია 502 დასახლებული პუნქტი.