აშშ უკრაინას 625 მლნ დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს

05.10.22 11:58
აშშ უკრაინას 625 მლნ დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს

უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი შედგა. ჯო ბიდენმა ზელენსკის დაჰპირდა, რომ აშშ უკრაინას 625 მლნ დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ხოლო უკრაინელ სამხედროებს  4 ჰაუბიცას მისცემს.

გარდა ამისა, უკრაინას დახმარება ევროკავშირმაც გამოუყო. უკრაინა დამატებით 5 მლრდ. ევროს მიიღებს.