რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის რკინიგზით გადატანის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ - პენტაგონი

პენტაგონი არ ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთს, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს.
ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ლორა კუპერმა, განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები ისეთს ვერაფერს ამჩნევენ, რომ აშშ-მ საკუთარი ბირთვული ძალების განლაგება შეცვალოს.
ვფლობ მხოლოდ ღია წყაროებით არსებულ ინფორმაციას". - აღნიშნა ლაურა კუპერმა.
მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.
გასულ კვირებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ბირთვული შანტაჟი განაახლა.
პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს, თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დაიცავდა, ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს.