"შვილს ახრჩობდა, მეორეს სახეში გაარტყა" - ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობი ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს, ბრედ პიტს, ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯოლი აცხადებს, რომ 2016 წელს პიტმა ერთ-ერთი შვილის დახრჩობა სცადა, მეორეს სახეში ხელი გაარტყა".
მსახიობი აცხადებს, რომ ხელი მას თავში მოხვდა, რის შემდეგაც პიტმა შეანჯღრია, ხელი ჰკრა და კედელს შეაჯახა. ანჯელინა ჯოლი ამტკიცებს, რომ ინცინდენტის დროს მისი ქმარი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.
ბრედ პიტის წარმომადგენელმა ანჯელინა ჯოლი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა:
ჯოლი აგრძელებს ლაპარაკს 6 წლის წინ მომხდარ ამბავზე. ყოველ ახალ ჯერზე ამატებს ცრუ დეტალებს. ეს ბრალდებები თავიდან ბოლომდე სიცრუეა - განაცხადა ადვოკატმა.