ლუგანსკის დეოკუპაცია დაიწყო - სერგეი გაიდაი

05.10.22 14:29
ლუგანსკის დეოკუპაცია დაიწყო - სერგეი გაიდაი

დაიწყო ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია, უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია  - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი გაიდაიმ, ტელეგრამ არხზე განაცხადა. 

დაიწყო ლუგანსკის დეოკუპაცია, რუსული არმიისგან, რუსი ოკუპანტებისგან უკვე გავათავისუფლეთ რამდენიმე პუნქტი, - განაცხადა გაიდაიმ.

ამასთან, გაიდაიმ არ დააკონკრეტა, კერძოდ რომელი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა უკრაინის არმიამ. მისი განმარტებით, ოკუპანტები კარგად ხვდებიან, რომ დაიწყო მათი განადგურება, ამიტომაც ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ადგილი, შენობა, გზა დანაღმონ.

მატარებლის წინ არ ირბინოთ. არ შეეცადოთ, რომ თქვენი ნივთები აიღოთ და თქვენს საცხოვრებელში დაბრუნებაზე იზრუნოთ. ჩვენ გეტყვით, სად და როდის უნდა დაბრუნდეთ. ჯერ ფრონტის ხაზი გასცდეს თქვენს საცხოვრებელ ტერიტორიებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში შესვლა.- ამბობს გაიდაი. 

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ აუცილებელია ტერიტორიების განაღმვა, რადგან ოკუპანტებმა უკან დახევისას ისეთი ნაღმები დატოვეს, რომელიც ასახიჩრებს ქვეითებს, ხდის მათ უუნაროს და კიდურებს ართმევს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები