ბალტიისპირეთის სოლიდარობა ჩეხეთს - ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს რუსი დიპლომატები იძულებით ტოვებენ

23.04.21 18:46
ბალტიისპირეთის სოლიდარობა  ჩეხეთს  - ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს რუსი დიპლომატები იძულებით ტოვებენ

ოფიციალური რიგა, ტალინი და ვილნიუსი აპროტესტებენ რუსეთის დაზვერვის არალეგალურ ქმედებებს ჩეხეთში და მოუწოდებენ მოსკოვს, დაიცვას სამხედრო კონვენციის წესები  - ესაა ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიცია რუსული სპეცსამსახურების მიერ პრაღაში განხორციელებულ ტერაქტზე - იუწყება გამოცემა Deutsche welle. 

 ულტიმატუმის შედეგად ბალტიისპირეთის ქვეყნები ათეულობით რუსმა დიპლომატმა იძულებით დატოვა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  2 რუსი დიპლომატს ბრალი იმ მიზეზით წაუყენა, რომ მათი საქმიანობა მათსავე სტატუსს არ შეესაბამება. დიპლომატებმა ქვეყანა ერთი კვირის ფარგლებში უნდა დატოვონ.

ესტონეთში რუსეთის დიპლომატიური მისია კი ერთით მას შემდეგ შემცირდა, რაც ესტონეთში რუსეთის ელჩს, ალექსანდრ პეტროვს, საპროტესტო ნოტა წარუდგინეს.

დიპლომატიური ომი ჩეხეთსა და რუსეთს შორის 17 აპრილს დაიწყო.  რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩეხეთის სოფელ ვრებიტიცეში აფეთქება მოაწყვეს, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩეხეთის პრემიერმა ბაბიშმა ამ ფაქტს ,,უპრეცედენტო ტერორისტული აქტი" უწოდა. 

დიპლომატიური ომის შედეგად ჩეხეთი 20 რუსმა დიპლომატმა დატოვა. მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, იუწყება ოფიციალური პრაღა.