სვიატოგორსკში ოკუპანტებისგან მოკლული 7 ადამიანის ცხედარი ნახეს

07.10.22 10:39
სვიატოგორსკში ოკუპანტებისგან მოკლული 7 ადამიანის ცხედარი ნახეს

გასულ 24 საათში დონეცკში ოკუპანტებმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 7 კი დაჭრეს. ამასთან, სვიატოგორსკში, რომელიც რუსებს ჰქონდათ ოკუპორებული, 7 ადამიანის ცხედარი ნახეს.

ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.

6 ოქტომბერს რუსებმა ბახმუტსა და კურდიუმოვკაში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის გარდა, სვიატოგორსკში კიდევ 7 მოქალაქის ცხედარი ნახეს, რომლებიც რუსებმა ოკუპაციის დროს მოკლეს, - განაცხადა კირილენკომ. 

მსგავსი სიახლეები