ოკუპირებული ყირიმის ხიდზე ხანძარია
ოკუპირებული ყირიმის ხიდზე ხანძარია.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ხიდზე ხანძარი სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ გამოიწვია.
ცეცხლი სარკინიგზო შემადგენლობაზე მიმაგრებულ საწვავის ავზებზეც გადავიდა. ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.
"ყირიმის ხიდი, დასაწყისია. ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს" - ასე გამოეხმარა ფაქტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.