დაზიანებული სახლები და დამწვარი ავტომობილები - ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკს 70 ჭურვი ესროლეს

09.10.22 10:29
დაზიანებული სახლები და დამწვარი ავტომობილები - ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკს 70 ჭურვი ესროლეს

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონს ოკუპანტებმა 70 ჭურვი ესროლეს.  ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

ამ ღამით რუსებმა ნიკოპოლს 70 სასიკვდილო ჭურვის ესროლეს. გვესროდნენ „გრადებიდან“ და მძიმე არტილერიიდან. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, - აღნიშნა რეზნიჩენკომ. 

მისი თქმით, ნიკოპოლში რამდენიმე კერძ სახლი, ავტომობილების სადგომი, აფთიაქი და რამდენიმე მარაზია და საქარმო დაზიანდა. ასევე, მისი თქმით, დამწვარია სამი ავტომობილი და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი.