სარაკეტო იერიშები ზაპოროჟიეზე - დაღუპულია 17 ადამიანი

ოკუპანტებმა ღამით ზაოროჟიე დაბომბეს. 10-მდე სარაკეტო იერიშს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, დაზიანდა 70 საცხოვრებელი სახლი და 4 საგანმანათლებლო დაწესებულება.
ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ზაპოროჟიეს ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაინგრა 20-მდე კერძო და 50 მრავალსართულიანი სახლი. ასევე, დაზიანდა 4 საგანმანათლებო დაწესებულება. ამ დროისათვის ცნობილია 17 დაღუპულის შესახებ, - წერს ანატოლი კურტიევი.