უკრაინელებმა ოკუპანტებისგან ლუგანსკის 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - სია

09.10.22 17:41
უკრაინელებმა ოკუპანტებისგან ლუგანსკის 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - სია

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმ 7 დასახლებულ პუნქტს ასახელებს, რომლებიც უკრაინულმა არმიამ გაათავისუფლა. ამის შესახებ ის ტელეგრამ არხზე წერს.

იმედი არის: ცნობილი გახდა, კონკრეტულად რომელი 7 დასახლებული პუნქტის გათავისუფლეს უკრაინის შეიაარღებულმა ძალებმა. პირველად უკრაინის შეიაარღებულა ძალებმა გრეკოვკა გაათავისუფლეს. ინტერნეტ სივრცეშ რეზონანსის მიუხედავად, ჩვენ  აღნიშნული პუნქტებიდან ოკუპანტების განდევნის შესახებ მაშინვე არ განვაცხადეთ. იმ დროისათვის იქ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. ზუსტად ისევე, როგორც ეს სხვა სოფლებშ მოხდა, რომლებიც ჩვენმა სამხედროებმა გაათავისუფლეს. ახლა 7-ვე პუნტქს უკრაინა აკონტროლებს, - განაცხადა სერგეი გაიდაიმ. 

გაიდას თქმით, კერძოდ, ეს სოფლებია:  ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე, ნოვოეგოროვკა, ნაძეჟდა, ანდრეევკა და სტელმახოვკა.