კიევის ცენტრში ძლიერი აფეთქებებია - არიან დაღუპულები და დაშავებულები

პუტინის პასუხი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე - კიევის ცენტრში ძლიერი აფეთქებებია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინის რადასთან ავტომობილები იწვის. აფეთქებულია საცხოვრებელი შენობები და სავაჭრო ცენტრები.
კიევში არსებული მძიმე ვითარების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიშების ინტენსივობა ბოლო საათების განმავლობაში გახშირდა.
უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.