სარაკეტო იერიშები ლვოვზე - დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

10.10.22 11:41
სარაკეტო იერიშები ლვოვზე - დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი შეიტევა მიიტანეს. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ლვოვიც.  ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რაკეტები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა. 

ოფიციალურად: დაფიქსირდა იერიშები ლვოვის ოლქში არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დამატებით ინფრომაციას მოგვიანებით მოგაწვდით, - წერს მაქსიმ კოზიცკი სოციალურ ქსელში. 

ამასთან, სარაკეტო იერიშების გამო ქალაქში დღეს სკოლები დაიკეტა.  

მსგავსი სიახლეები