ოკუპანტებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს, აქედან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა
იერიშები უკრაინის სამთავრობო კვარტალზე - ოკუპანტების ნასროლი 75 რაკეტიდან უკრაინამ 41 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებლი ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, ავრცელებს.
ტერორისტი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია უკრანიის ტერიტორიაზე მასობრივ სარაკეტო და საავიაციო იერიშებს ახორციელებს, იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს. დილით აგრესორმა 75 რაკეტა გამოუშვა, ამათგან 41 ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენი თანამოქალაქეები დაიცვან, - განაცხადა ზალუჟნიმ.
ამასთან, გენერალმა აღნიშნა, რომ მტრის იერიშები გრძელდება და ყველას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდა.