მასობრივი იერიშები უკრაინაზე - ქვეყნის თავდაცვა ოკუპანტს შურისძიებას ჰპირდება

10.10.22 12:51
მასობრივი იერიშები უკრაინაზე - ქვეყნის თავდაცვა ოკუპანტს შურისძიებას ჰპირდება

უკრაინის  თავდაცვის სამინისტრომ ოკუპანტების მასობრივი იერიშების საპასუხოდ შურისძიება დააანონსა. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ტერორისტმა ქვეყანამ უკრაინის რიგი საოლქო ცენტრები დაბომბა. მასობრივი იერიშების ქვეშ კიევიც აღმოჩნდა. შეტევები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. 

საჰაერო განგაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გრძელდება. არის მსხვერპლი და ნგრევა. რუსეთის ტერორისტული ქმედებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული. მტერი დაისჯება იმ ტკივილის და სიკვდილიანობისთვის, რომელიც ჩვენს მიწაზე განახორციელა. შურს ვიძიებთ! - წერს უწყება.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ვერანაირი სარაკეტო იერიშებით ვერ დააშინებენ.

ჩვენს სიმამაცეს ტერორისტების რაკეტები ვერ გაანადგურებენ მაშინაც კი, როდესაც იერიშებს დედაქალქის გულზე მიიტანენ. ისინი ვერც ჩვენი მოკავშირეების გადაწყვეტილებებს შეცვლიან. ერთადერთი, რასაც ისინი დაანგრევენ, ეს რუსეთს მომავალია, - აღნიშნა მინისტრმა.