რაკეტების წვიმა კიევში - ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ქუჩიდან გაავრცელა

10.10.22 13:02
რაკეტების წვიმა კიევში - ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ქუჩიდან  გაავრცელა

რუსეთმა კიევის სამთავრობო კვარტალი დაბომბა. უკრაინის დედაქალაქი კვამლშია გახვეული. კიევის ცენტრალური უბნებში დაჭრილი ადამიანები არიან.

რუსულმა პროპაგანდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთით, საიდუმლო ბუნკერში, გადაჰყავთ.

მოსკოვს მოლოდინი ჰქონდა, რომ ზელენსკი  გაიქცეოდა, თუმცა რაკეტების წვიმის ფონზე ზელენსკი რეზიდენციის ეზოში გამოვიდა და ვიდეომიმართვა ქუჩიდან გაავრცელა.

დილა მძიმეა, საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით ირანული რაკეტა ჩამოაგდეს. მათ ორი სამიზნე აქვთ: ელექტროსადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიევისა და ხმელნიცკის რეგიონები : ლვოვი და დნიპრო, ვინიცა, ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჟიტომირის რეგიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სამხრეთი, თესავენ პანიკას  და ქაოსს. სურთ გაანადგურონ ჩვენი ენერგოსისტემა. უიმედოდ არიან. მათი მეორე სამიზნე  ხალხია. მათ შეგნებულად შეარჩიეს დრო და სამიზნე, რათა მეტი ზიანი მიეყენებინათ, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები