რუსებმა კიევში ყველაზე ხალხმრავალი ხიდის აფეთქება სცადეს - რაკეტა მიზანს ასცდა
რუსების სამიზნე დილის 8 საათზე კიევის საფეხმავლო ხიდი გახდა. მას კლიჩკოს ხიდსაც უწოდებენ. ეს ადგილი განსაკუთრებით დილის საათებში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია.
სავარაუდოდ, კლიჩკოს ხიდის აფეთქება რუსეთმა ქერჩის ხიდის აფეთქების საპასუხოდ განიზრახა, თუმცა რაკეტა მიზანს ასცდა. ხიდი არ აფეთქდა, მაგრამ მომხდარს ხალხში დიდი პანიკა მოჰყვა.
ახლახანს რაკეტამ კლიჩკოს ხიდს დაარტყა, ასცდა. ეს, რაც ხელში მიჭირავს, რაკეტის დეტალია. აი, იქ, ქვევით, უზარმაზარია ძაბრია აფეთქებისგან. იმ მხარეს ხიდიც დაზიანდა. გუშინ დაბადების დღე მქონდა და დღეს გამოძინებას ვაპირებდი, მაგრამ აი, ასეთი ისტორიებიც ხდება, - ამბობს უკრაინის მოქალაქე.