რუსეთის სამმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის სამმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით განმარტებების მოსასმენად რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი გამოიძახეს.
მოლდოვის რესპუბლიკა ფაქტს საკმადო სერიოზულად და სამწუხაროდ მიიჩნევს და ეჭვგარეშეა, რომ მომხდარი დამატებით დაძაბულობას იწვევს. ჩვენი ეროვნული საჰაერო სივრცის დარღვევა აბსოლუტურად დაუშვებელია, - აღნიშნა დიპლომატმა.
ამასთან, პოპესკუმ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაგმო.