რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი - ურსულა ფონ დერ ლეიენი

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ თავდასხმებით მსოფლიოს თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ დაანახა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა დაწერა.
შოკირებული და შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებით. პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი. ვიცი, რომ უკრაინელები ძლიერები არიან. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ყველანაირი საშუალებებით, რაც გაგვაჩნია". - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.