"უკრაინის გვერდით ვდგავართ, ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია" - ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმების გამო შოკირებულია.
შოკირებული ვარ რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმების გამო. ასეთი ქმედებების ადგილი ოცდამეერთე საუკუნეში არ არის. ამ ქმედებებს უმკაცრესად ვგმობ.
უკრაინის გვერდით ვდგავართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია". - წერს ბორელი.