რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ერთდროულად უკრაინის რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს
უკრაინაში განგაშია - სარეკეტო იერიშები ოკუპანტებს ერთდროულად რამდენიმე ქალაქზე მიაქვთ.
მხოლოდ დღეს რუსულმა არმიამ უკრაინის თავზე 18 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. ქალაქები დაიბომა ე.წ. ირანული კამიკაძე დრონებითაც. არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. 1000-მდე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ქალაქ ლვოვში მწყობრიდან არის გამოსული მობილური კავშირგაბმულობის სადგურები. უკრაინელები ეძებენ ადგილებს, სადაც კავშირის დამყარებაა შესაძლებელი.
ოკუპანტებმა დაბომბეს ქალქი ზაპოროჟიე -სარაკეტო ირიში აქ სკოლების და საავადმყოფოების შემდეგ თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს.
პარალელურად, უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას აგრძელებს. ახლა ფრონტის წინა ხაზი ხერსონია, სადაც შეტაკებები გრძელდება.
გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ მოლაპარაკების გზით მოახერხა და ბრძოლებში დაღუპული 62 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, მათ შორის ელენოვკაში მოკლული აზოველების ნეშტებიცაა.