გათავისუფლებულ სვიატოგორსკში წამების პალატა აღმოაჩინეს

დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ სვიატოგორსკში წამების პალატა აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პალატაში რუსული არმია ოკუპაციის დროს უკრაინელებს აწამებდა. მათივე ინფორმაციით, იქ მოსახლეობის ის ნაწილი დააკავეს, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა.
უკრაინელებმა გათვაისუფლებულ ტერიტორიებზე ჯამშ წამების 10 ოთახი აღმოაჩინეს.