ეს მხოლოდ დასაწყისია - უკრაინის თავდაცვის მინისტრი გერმანული ჰაერსაწინაააღმდეგო შეიარაღების მიღებას ადასტურებს

12.10.22 12:29
ეს მხოლოდ დასაწყისია - უკრაინის თავდაცვის მინისტრი გერმანული ჰაერსაწინაააღმდეგო შეიარაღების მიღებას ადასტურებს

 

უკრაინაში უკვე ჩამოვიდა გერმანული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება  IRIS-T - ამის შესახენ ,,ტვიტერზე" ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკმა, დაწერა.  

უკრაინაში დაიწყოი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ერა.  IRIS-T გერმანიიდან უკვე აქ არის. საცაა მოგვაწვდიან ამერიკულ NASAMS-ს. ეს მხოლოდ დასაწყისია. თუმცა, ჩვენ უფრო მეტი გვსურს. 

ეჭვი არ არსებობს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური მოვალეობა, დავიცვათ უკრაინის ცა, რათა ჩვენი თანამემამულეები გადავარჩინოთ - განაცხადა რეზნიკოვმა.

თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ რეზნიკოვმა პირადად გადაუხადა მადლობა გერმანელ კოლეგას, კრისტიან ლამბრეხტს პარტნიორობისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო.