უკრაინამ ხერსონის ხუთ დასახლება გაათავისუფლა

12.10.22 13:21
უკრაინამ ხერსონის ხუთ დასახლება გაათავისუფლა

უკრაინულმა არმიამ ხერსონის ოლქში კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლა. საუბარია სოფლებზე: ნოვაია სილიევკა, ნოვაი გრიგორიევკა, ნოვაია კამენკა, ტრიფონოვკა და ჩერნოვოე. თუმცა დეოკუპაციის პარალელურად ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას აგრძელებენ.

დილიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქში მასტაბური აფეთქება მოხდა, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევშიც, ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 40-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.  რუსეთი აქტიურად გადავიდა კამიკაძე დრონების გამოყენებაზეე და ბუნებრივი მისი ძირითადი სამიზნე არის მშვიდობიანი მოსახლეობა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს დილით, სამხრეთის სარდლობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით, ნიკოლაევის ოლქში ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 9 ე.წ. კამიკაძე-დრონი Shahed-136.

 

 

მსგავსი სიახლეები