პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, მის მუქარას დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს - ჯო ბაიდენი

12.10.22 13:17
პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, მის მუქარას დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს - ჯო ბაიდენი

პუტინი რაციონალური აქტორია, რომელმაც უკრაინაში შეჭრა არასწორად გათვალა, ეგონა, ხელგაშლილი დახვდებოდნენ - CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ კრემლის ლიდერს არასწორი გათვლები ჰქონდა და სჯეროდა, რომ უკრაინელები რუსეთის შეჭრას დაემორჩილებოდნენ.

ბაიდენი ასევე თვლის, რომ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს არ გამოიყენებს და ამბობს, რომ მის მუქარებს დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს.

ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლადც არასწორად გათვალა უკრაინაში შეჭრა. პუტინს ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო დედა რუსეთის, სახლი, სადაც მიიღებდნენ. 

არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ, ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს. უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი. მისი მოქმედებები კი სისასტიკეა. 

ვფიქრობ, პუტინმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაული. მასთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. - განაცხადა ჯო ბაიდენმა

 

მსგავსი სიახლეები