"სისულელეა" - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა "ეფესბეს" ბრალდებებზე

12.10.22 14:29
"სისულელეა" - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა "ეფესბეს" ბრალდებებზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებებს ეაბსურდულს უწოდებს. ამასთან, უწყების სპიკერი "ეფესბესა" და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ფეიქსტრუქტურებს უწოდებს.

ФСБ-სა და [რუსეთის] საგამოძიებო კომიტეტის ყველა საქმიანობა სისულელეა. ეს არის ფეიკსტრუქტურები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომ, მათ მორიგ განცხადებაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებთ,  – თქვა ანდრიი იუსოვმა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ყირიმის ხიდის  აფეთქების ორგანიზატორების ვინაობა დაადგინა. უწყების მტკიცებით, აფეთქება უკრაინის სადაზრვერვო სამსახურმა, ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვის მეთაურობით დაგეგმა. 

ამასთან, რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები