ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვაჰეიმ განაცხადა.
ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს ევროპულმა საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ გაგებით, რომ რამდენიმე ნაბიჯი იქნება გადადგმული”, - განაცხადა ვარჰეიმ.
კერძოდ, ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინას რვა პრიორიტეტი ჩამოუთვალა, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. იგივე ფორმულით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ.
ოლივერ ვარჰეი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე წარდგა. მან ევროკავშირის გაფართოების 2022 წლის პაკეტზე ისაუბრა.